ქეთევან დონდუა

დირექტორი

 

 

2020 წლის ნოემბრიდან იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის დირექტორად დაინიშნა ქეთევან დონდუა. 

 

ქეთევანს განათლება მიღებული აქვს თბილისის ბიზნესისა და მარკეტინგის სკოლაში, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით, ასევე დამთავრებული აქვს გერმანიის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ეკონომიკა) და მართვის აკადემია (ადამიანური რესურსების მენეჯმენტი). წლების მანძილზე მუშაობდა წამყვან პოზიციებზე სხვადასხვა უცხოურ და ქართულ კომპანიებში. 

 

ფლობს ქართულ, ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებს. ჰყავს 3 ვაჟიშვილი. 

 

ქეთევანი წლების მანძილზე არის ჩვენი სასწავლებლის ერთ-ერთი აქტიური მშობელი.