ფსიქოლოგი

 

სკოლის ფსიქოლოგიურ სამსახურს ხელმძღვანელობს  ბავშვთა ფსიქოლოგი, რომელიც სასწავლო წლის განმავლობაში მასწავლებლებთან ატარებს პროფესიული განვითარების კურსს „სისტემატური ტრეინინგი ეფექტური სწავლებისათვის“ (Systematic Training for Effective Teaching – STET). პროგრამით გათვალისწინებულია თანამედროვე პედაგოგიკის ძირითადი საკითხები:

 

  1. - პრობლემური ქცევის გაგება და მისი მართვის სტრატეგიები
  2. - ეფექტური კომუნიკაციის უნარ–ჩვევები
  3. - საკლასო დინამიკა
  4. - სწავლაში სიძნელეების დაძლევა
  5. - მიმდინარე პრობლემური შემთხვევების განხილვა და მათი გადაჭრის გზების დასახვა.

 

სასწავლებელში ფსიქოლოგის სამსახურის მეორე ეტაპი გულისხმობს მოსწავლეთა ტესტირებას სწავლაში აღმოცენებული სირთულეების შესასწავლად და მასწავლებლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მისაცემად.

დაინტერესებულ მშობლებს შეუძლიათ მიმართონ სასწავლებლის ფსიქოლოგს კონსულტაციის მისაღებად.