მოსამზადებელი ჯგუფი

სკოლამდელი ასაკის ბავშვის ყოველმხარივი განვითარების ხელშეწყობის, სკოლისთვის უკეთ მომზადების მიზნით, სასწავლებელში ფუნქციონირებს მოსამზადებელი ჯგუფი. მოსამზადებელი ჯგუფის პროგრამა მოიცავს ერთწლიან კურსს, რომლის მიზანია:

 

 

  1. -  ბავშვის აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარის განვითარება;
  2. -  მოვლენებსა და ფაქტებზე დაკვირვების უნარის, პიროვნული თვისებების (ყურადღების კონცენტრაცია, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა) გამომუშავება;
  3. -  სხვადასხვა ენობრივი ასპექტების (სწორი მეტყველება, ბგერითი კულტურა) ჩამოყალიბება  და განვითარება;
  4. -  სალექსიკონო მარაგის გამდიდრება და ელემენტარული ცოდნის ჩამოყალიბება გარემოსა და სოციუმის შესახებ, რომლის ნაწილიც თავადაა;
  5. -   სასწავლო პროცესისადმი დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება;
  6. -   ელემენტარული მათემატიკური წარმოდგენების ფორმირება, მშობლიური და ერთ-ერთი უცხო ენის (ინგლისური) ელემენტების შესწავლა;
  7. -   მუსიკის, რიტმიკის, ქორეოგრაფიის ელემენტების სწავლება;
  8. -   სახვითი ხელოვნების ცალკეული დარგების ელემენტარული საფეხურების გაცნობა-სწავლა.

 

 

მოსამზადებელი ჯგუფის პროგრამა ითვალისწინებს გაააქტიუროს ბავშვის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი და დაეხმაროს მას ,,აღმოცენებული ინტერესების შენარჩუნებაში”, განუმტკიცოს სოციალური, კულტურული, ჰიგიენური უნარ-ჩვევები. კურსი მიმართულია სკოლამდელთა ასაკის ბავშვების სწავლებაზე საუბრების, სავარჯიშოების, დიდაქტიკური და სხვა თამაშების, შრომის, საგნობრივ-პრაქტიკული მოქმედების, მოვლენებზე დაკვირვებების, გარემოსთან ურთიერთობის, მუსიკალური და მოძრავი მოტორული აღზრდის და გართობის სახით. სასწავლო შინაარსი ითვალისწინებს: საგანმანათლებლო, განმავითარებელ და აღმზრდელობით ამოცანებს.

სხვა სასწავლო პროგრამები

აკადემიური განათლება

აკადემიური განათლება

სასწავლო-აკადემიური მიმართულების მიზანია - არსებული ქართული, ეროვნული სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამისა და წამყვანი საერთაშორისო საგანმანათლებლო სისტემების სინთეზის გზით ჩამოაყალიბოს უნიკალური პროგრამა.

გაიგე მეტი
სულიერი და ზნეობრივი აღზრდის მიმართულება

სულიერი და ზნეობრივი აღზრდის მიმართულება

სასწავლებელში სასულიერო დარგის  არსებობა ემსახურება მოსწავლეთა სულიერ, ინტელექტუალურ,შემოქმედებით, ჯანსაღ განვითარებასა და სრულყოფას. 

გაიგე მეტი
სპორტი

სპორტი

სასწავლებლის ხედვა მიზნად ისახავს მოზარდის ფიზიკურ  გაჯანსღებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას.

გაიგე მეტი
სასიცოცხლო უნარ-ჩვევების მიმართულება

სასიცოცხლო უნარ-ჩვევების მიმართულება

მოზარდისთვის პრაქტიკული მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავების და  საზოგადოებისათვის სასარგებლო  აქტივობებში მათი ჩართულობის მიზნით, სასწავლებელში დაარსდა  შრომითი საქმიანობის  მიმართულება.

გაიგე მეტი
ონლაინ სწავლება

ონლაინ სწავლება

მოკლე აღწერა

გაიგე მეტი