სასწავლებლის შესახებ

სასწავლებლის შესახებ

იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დაარსებულია 2009 წლიდან. სკოლა მდებარეობს ეკოლოგიურად ჯანსაღ, ულამაზეს გარემოში, თბილისის ცენტრიდან ოციოდე წუთის სავალზე. სასწავლებლის ხედვა ეფუძნება ქართულ, მართმადიდებლურ, ტრადიციულ ფასეულობებს, რომელიც წარმატებით ერწყმის თანამედროვე მიღწევებსა და გამოწვევებს. სკოლის სახელწოდება ეფუძნება ქართული განათლების უდიდესი მოძღვრის, იაკობ გოგებაშვილის, ღვაწლს. სკოლის ნიშანი ია და მისი ფერი - იისფერი.

 იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის მისიაა ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებულ მზრუნველშემოქმედებით და უსაფრთხო გარემოში აღზარდოს ჯანსაღიწიგნიერიშემწყნარებელი და წარმატებული პიროვნება.

 სასწავლებელში ერთსულოვნად, ერთ ოჯახად, ერთი ღირებულებების საზოგადოებად ცხოვრების მსურველი ადამიანები მოღვაწეობენ, რომელთაც ასევე აერთიანებთ საკუთარი საქმის უზადო ცოდნა და სურვილი: აღუზარდონ სამშობლოს ღირსეული შვილები. დღის მეორე ნახევარი სკოლაში ეთმობა საშინაო დავალებების მომზადებასშემეცნებითი და სპორტული წრეების მუშაობას.

 

 

"... მე მიმაჩნიარომ ეს არის დასაწყისი ძალიან დიდი საქმისა და  მადლობას ვწირავ ყველა მონაწილესამ სკოლაში უნდა დაინერგოს სარწმუნოება,  სიხარული,  სასოება,  კეთილი საქმის კეთება,  მიმტევებლობა;  აქ უნდა ვეცადოთ დაუკავშირდეს ერთმანეთს სამი რგოლიოჯახი,   ეკლესია და სკოლა;  აქ უნდა გამოვლინდეს ნიჭი ყოველი ბავშვისა...  მე ყველას გლოცავთვლოცავ ამ სასწავლებელს და მოხარული ვიქნები თუ მიმიღებთ ერთ-ერთ მოწაფედ..."

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი,ილია II ამონარიდი უწმინდესის სიტყვიდან სკოლის გახსნაზე.