სტუმრობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში

ჩვენი სკოლის უფროსკლასელებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ) მოინახულეს. სტუმრობა დატვირთული და მრავალფეროვანი იყო:
ბატონმა დავით სონღულაშვილმა უმასპინძლა მოსწავლეებს STEM ლაბორატორიაში, სადაც ისინი თანამედროვე ტექნოლოგიების მუშაობის პროცესს უშუალოდ დააკვირდნენ.
მოსწავლეები ესტუმრნენ ინფორმატიკის ფაკულტეტს და დაათვალიერეს „ჟიული შარტავას სახელობის სასწავლო-სამეცნიერო-საექსპერტო ლაბორატორია“, სადაც ციფრული სამყაროს შესაძლებლობებს გაეცნენ.
მოინახულეს „მინერალოგია-პანტოგრაფიისა“ და „გეოლოგია-პალეონტოლოგიის“ უნიკალური მუზეუმები, რომლებშიც გამოფენილო იყო დედამიწის წიაღისეულის ექსპონატები.
მათ ასევე იხილეს სასწავლო-სამეცნიერო პოლიგონი (მაღარო), სადაც რეალურ გარემოსთან მიახლოებული სამუშაო პირობები იყო შექმნილი.
ბოლოს კი საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკას ესტუმრნენ და შეხვდნენ სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს, რომლებმაც თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს ჩვენს მოსწავლეებს.
მადლობას ვუხდით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საინტერესო და შთამბეჭდავი მასპინძლობისთვის, ასევე ჩვენი სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგს, ბესარიონ ციხელაშვილს, ამ არაჩვეულებრივი შეხვედრის ორგანიზებისთვის


