ცვლილებები თავდაცვის კოდექსში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე - ცვლილებები თავდაცვის კოდექსსა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში.

შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს მთაწმინდის რაიონის განყოფილების სერჟანტი, უფროსი სერჟანტი გიორგი ჯალაბაძე, რომელმაც დამსწრეებს ამომწურავად გააცნო საკანონმდებლო ცვლილებების არსი, მათი მიზნები და პრაქტიკული მნიშვნელობა.

პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა წარიმართა აქტიური დიალოგის ფორმატში, სადაც მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ მათთვის მნიშვნელოვანი შეკითხვები და მიეღოთ კომპეტენტური და დეტალური პასუხები.

მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ახალგაზრდების ინფორმირებულობის ზრდას და მათ აქტიურ ჩართულობას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებში.