ბოლო ზარი 2026

კიკეთში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელში, ბოლო ზარი წელს მეთერთმეტედ დაირეკა. 2025–2026 სასწავლო წელს სკოლამ კურსდამთავრებულთა კიდევ ერთი თაობა გააცილა.
ეს დღე თითოეული მოსწავლის ცხოვრებაში განსაკუთრებული და ემოციურია - სრულდება მნიშვნელოვანი ეტაპი და იწყება ახალი გზა, ახალი შესაძლებლობებით, მიზნებითა და გამოწვევებით.
გულითადად ვულოცავთ კურსდამთავრებულებს სკოლის წარმატებით დასრულებას. ვუსურვებთ, მიღებული ცოდნა, გამოცდილება და სკოლის წლებში ჩამოყალიბებული ღირებულებები მომავალში მათი წარმატების მყარ საფუძვლად იქცეს.
თითოეულ მათგანს ვუსურვებთ ნათელ, ჯანსაღ, დალოცვილ და ბედნიერ მომავალს, საკუთარი შესაძლებლობების რწმენას, მიზნების განხორციელებასა და ღირსეულ წინსვლას.
კეთილი იყოს თქვენი გზა ცხოვრების ამ ახალ ეტაპზე!



