ექსკურსია ვარიანში

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები საინტერესო და შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ სოფელ ვარიანში, სადაც იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი მოინახულეს.
მოსწავლეები გაეცნენ დიდი ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ცხოვრებასა და შემოქმედებას, დაათვალიერეს მუზეუმში დაცული ექსპონატები და მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია იაკობ გოგებაშვილის ღვაწლის შესახებ.
ექსკურსიამ ბავშვებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ისინი ახალი ცოდნით, სასიამოვნო ემოციებითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.


