მათემატიკის კვირეული

ჩვენს სკოლაში მათემატიკის კვირეული გაიმართა
მოსწავლეები მთელი კვირის განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებში - გეომეტრიული ფიგურებით შექმნეს აპლიკაციები, სიმეტრიის გამოყენებით დაამზადეს შემოქმედებითი ნამუშევრები, წარადგინეს პრეზენტაციები, მონაწილეობა მიიღეს მათემატიკურ შეჯიბრებებსა და ტესტირებაში, ასევე ინტელექტუალურ თამაშში „მათემატიკური რა? სად? როდის?“.
წლევანდელი მათემატიკური კვირეული განსაკუთრებული იყო - ის მიეძღვნა ჩვენი ძვირფასი კოლეგის, ნინო გვილავას ხსოვნას ეს ტრადიცია გაგრძელდება ყოველწლიურად, როგორც მისი სიყვარულისა და შრომისადმი პატივისცემა
კვირეულის ფარგლებში გამოვლინდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში; გამარჯვებულებს გადაეცათ ნინო გვილავას სახელობის სიგელები
ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა მათემატიკის სახელმძღვანელოების ავტორი, ბატონი ავთანდილ საგინაშვილი, რომელმაც პირადად დააჯილდოვა გამარჯვებულები, ისაუბრა მოსწავლეებთან, უპასუხა მათ შეკითხვებს. მოსწავლეებმა მისგან ავტოგრაფებიც მიიღეს მადლობა ბატონ ავთანდილს ამ თბილი და საინტერესო შეხვედრისთვის.
.jpeg?2026-05-14T06%3A07%3A44.138Z)
.jpeg?2026-05-14T06%3A08%3A11.674Z)
.jpeg?2026-05-14T06%3A08%3A58.839Z)
.jpeg?2026-05-14T06%3A09%3A34.995Z)

