2025-2026 სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა წარმოადგინეს სპექტაკლი „რწყილი და ჭიანჭველა“.

სცენაზე გაცოცხლებულმა საყვარელმა ამბავმა, ბავშვების გულწრფელმა ემოციებმა, მონდომებამ და სიხარულმა ეს დღე განსაკუთრებულად თბილ, ფერად და დაუვიწყარ სანახაობად აქცია.

გვსურს, გულითადად გადავუხადოთ მადლობა ჩვენს პედაგოგებს - ლელა მიქიაშვილს, ნინო გურგენიძესა და ქეთი არაბულს - იმ დიდი შრომისთვის, შემოქმედებითი ხედვისა და სიყვარულისთვის, რომელიც სპექტაკლის თითოეულ დეტალში იგრძნობოდა.

მადლობა დაწყებითი საფეხურის ყველა პედაგოგს უდიდესი შრომის, სიყვარულისა და თანადგომისთვის.