წიგნის საერთაშორისო დღე

ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული სითბოთი აღინიშნა ბავშვთა წიგნის საერთაშორისო დღე.

სკოლის ბიბლიოთეკაში მოსწავლეებმა სიყვარულითა და ინტერესით წაიკითხეს ჰანს ქრისტიან ადერსენის ულამაზესი ზღაპრები, რომლებმაც პატარა მსმენელები საოცარ სამყაროში ამოგზაურა.

განსაკუთრებით სასიამოვნო იყო უფროსკლასელთა ჩართულობა — მათ უმცროსებს წაუკითხეს ზღაპრები, გაუზიარეს ემოციები და ერთად შექმნეს თბილი, მეგობრული გარემო

მსგავსი შეხვედრები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ წიგნი არის ხიდი თაობებს შორის და ცოდნისა და სიყვარულის საუკეთესო გამზიარებელი.