
სკოლამდელი აღზრდა
სკოლაში ფუნქციონირებს სკოლამდელი აღზრდის ჯგუფი („ფრესქული“), სადაც მიღება ხდება 5 წლის ასაკიდან. პროგრამა უზრუნველყოფს ბავშვის სასკოლო მზაობას და მის ეტაპობრივ, ჰარმონიულ ჩართვას სასკოლო ცხოვრებაში.
სკოლამდელი აღზრდის პროგრამა ორიენტირებულია სკოლისათვის აუცილებელი უნარებისა და ჩვევების ჩამოყალიბებაზე, სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულების განვითარებასა და ბავშვის შემეცნებითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე. სპეციალურად შემუშავებული სავარჯიშოთა სისტემა მიზანმიმართულად ავითარებს ბავშვის მოტორულ და ფსიქიკურ ფუნქციებს - მეტყველებას, აზროვნებას, ყურადღებას, მეხსიერებასა და აღქმას.
პროგრამა აგებულია ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით და უზრუნველყოფს უსაფრთხო, მხარდამჭერ და თითოეულ მოსწავლეზე მორგებულ საგანმანათლებლო გარემოს.