უსაფრთხოება

ჩვენი სკოლისთვის უსაფრთხოება უმთავრესი პრიორიტეტია. სკოლის ტერიტორიაზე უზრუნველყოფილია ყველა პირის ფიზიკური დაცულობა - სკოლაში ფუნქციონირებს უსაფრთხოების სამსახური, ხოლო შენობა აღჭურვილია თანამედროვე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით, როგორც შიდა სივრცეებში, ისე გარე პერიმეტრზე. ასევე განსაზღვრულია საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი.
სკოლაში მუდმივად კონტროლდება მოსწავლეთა გაკვეთილებზე დასწრება და რეგულირდება გარეშე პირთა სკოლაში შემოსვლა, რაც ქმნის დაცულ და ორგანიზებულ გარემოს. თითოეულ სართულზე განთავსებულია ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი და დამტკიცებული საევაკუაციო გეგმები, რომლებიც უზრუნველყოფს უსაფრთხო რეაგირებას საგანგებო სიტუაციების დროს.
სკოლას აქვს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შენობის ექსპლუატაციის უსაფრთხოების შესახებ შესაბამისი დასკვნა, რაც ასევე ადასტურებს, რომ სასკოლო სივრცე სრულად აკმაყოფილებს უსაფრთხოების ნორმებსა და მოქმედ სტანდარტებს.