სკოლის ინფრასტრუქტურა

სკოლა უზრუნველყოფს საგანმანათლებლო საქმიანობისთვის შესაბამის ინფრასტრუქტურასა და საჭირო მატერიალურ რესურსებს.


სკოლის კომპლექსი მოიცავს სამ სასწავლო კორპუსს, დახურულ სპორტულ დარბაზს, სააქტო დარბაზს, ღია სტადიონს, საცურაო აუზსა და რაგბის მოედანს, რაც ქმნის სრულფასოვან და მრავალფუნქციურ საგანმანათლებლო გარემოს.


სასწავლო პროცესის ეფექტურად განხორციელების მიზნით სკოლაში მოწყობილია ხელოვნების კაბინეტი, ინგლისური ენის კაბინეტები, სახელობო (სასიცოცხლო უნარ-ჩვევების) აქტივობების ოთახები (კერვის, კულინარიისა და ხელსაქმის), კომპიუტერული და ასევე საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები - ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის მიმართულებებით.