სულიერი აღზრდა

სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა სულიერ და ზნეობრივ აღზრდას, რომელიც სასწავლო პროცესის ორგანულ და განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულება ბუნებრივად არის ინტეგრირებული დღის რეჟიმში და მიზნად ისახავს მოსწავლის ჰარმონიულ, პასუხისმგებლიან და მყარ ღირებულებებზე დაფუძნებულ პიროვნებად ჩამოყალიბებას.


ჩვენი სკოლის საგანმანათლებლო ხედვის მნიშვნელოვანი ნაწილია ქრისტიანული სწავლება, რომელიც მოსწავლის სულიერ-მორალური და ღირებულებითი ცნობიერების ჩამოყალიბებას ემსახურება. სწავლების ეს მიმართულება ეყრდნობა მართლმადიდებელი ქრისტიანული სარწმუნოების ფასეულობებს და ხელს უწყობს ისეთი პიროვნების აღზრდას, რომელიც აცნობიერებს სიცოცხლისა და ადამიანური ღირსების მნიშვნელობას, პატივს სცემს სხვათა რწმენას, პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ ქცევას და ცხოვრებაში მოქმედებს სამართლიანობისა და სულიერი პრინციპების შესაბამისად.


სულიერი აღზრდა- იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკოლა | იაკობ გოგებაშვილის სასწავლებელი