სპორტი

ჩვენთვის მოსწავლის ფიზიკური აღზრდა უმნიშვნელოვანესია, რადგან მიზნად ვისახავთ ძლიერი, მხნე, დისციპლინირებული და გუნდური თანამშრომლობის კულტურის მქონე ახალგაზრდების აღზრდას. ფიზიკური აქტივობა სკოლის საგანმანათლებლო ხედვის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და ხელს უწყობს როგორც ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ისე პიროვნული თვისებების განვითარებას.

სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს ფიზიკური განვითარების მრავალფეროვან, ასაკობრივ თავისებურებებსა და ინტერესებზე მორგებულ პროგრამას. სასწავლო დღე იწყება დილის ხაზზე გამამხნევებელი ვარჯიშით, რაც უზრუნველყოფს ჯანსაღი დღის აქტიურ და ენერგიულ დასაწყისს. მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ სხვადასხვა სპორტულ სექციაში, რომლებიც შერჩეულია ასაკისა გათვალისწინებით. დაწყებით საფეხურზე მთავარი აქცენტი კეთდება ზოგად ფიზიკურ მომზადებაზე, ხოლო უფროს კლასებში - სპორტის გუნდურ სახეობებზე და სათამაშო უნარების განვითარებაზე.

მოსწავლეები ეუფლებიან სპორტის სხვადასხვა სახეობას, მათ შორის: რაგბს, ფრენბურთს, ცურვას, ჭადრაკს, ტანვარჯიშს, ფეხბურთს.

ფიზიკური განვითარების ეფექტურობას უზრუნველყოფს სკოლის მაღალი ხარისხის სპორტული ინფრასტრუქტურა.