ტრანსპორტი

სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს ორგანიზებულ, კომფორტულ და უსაფრთხო სატრანსპორტო მომსახურებას. სკოლის ავტობუსები ყოველდღიურად გადიან 08:15 საათზე სამი განსაზღვრული ლოკაციიდან და სასწავლო დღის დასრულების შემდეგ, 18:00 საათზე, ბრუნდებიან იმავე მიმართულებებით.


ტრანსპორტირება ხორციელდება უსაფრთხოების ნორმებისა და წესების სრული დაცვით. სკოლას გააჩნია საკუთარი, გამართული და სანდო ავტოპარკი, რომელიც დაკომპლექტებულია Hyundai-ისა და Toyota-ს მარკის ავტობუსებით და მომსახურებას უზრუნველყოფენ კვალიფიციური მძღოლები.


სატრანსპორტო მარშრუტები:

  • კუს ტბის შესახვევის მოპირდაპირე მხარე;
  • ახალი სპორტის სასახლე, უნივერსიტეტის ქუჩა;
  • თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორია.


სკოლის სატრანსპორტო სერვისი უზრუნველყოფს მოსწავლეთა კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას.

ტრანსპორტირება - იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკოლა | იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი