ქართული Русский English
ფორუმისაიტის რუკაკონტაქტი



სასწავლებლის შესახებ

იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი მდებარეობს დაბა კიკეთში – ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. სასწავლო კომპლექსი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ემსახურებათ კომფორტული ავტობუსები. ჩვენთან დაცულია თითოეული ბავშვის უსაფრთხოება.

 

სასწავლებელში მუშაობენ გამოცდილი პედაგოგები და აღმზრდელები. კეთილმოწყობილი კაბინეტები და ლაბორატორიები გათვლილია ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობისათვის. უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილი სპორტული, სააქტო დარბაზები, მდიდარი ბიბლიოთეკა სრულყოფილ სასწავლო გარემოს ქმნის.

 

მოსწავლეები სრულად არიან ჩართულები სასწავლო პროცესში. ჩვენთან ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მასწავლებლებმა მუდმივად სრულყონ თავიანთი პროფესიონალიზმი. საინტერესო და სახალისო  სპორტული, შემეცნებითი და შემოქმედებითი წრეები ხელს უწყობს მოსწავლეების მრავალმხრივ განვითარებას.

 
სასწავლებლის მახლობლად შენდება წმინდა ექვთიმე ღვთის კაცის (თაყაიშვილი) სახელობის ტაძარი. სასწავლებელს ჰყავს მოძღვარი.
 
ჩვენი წარმატებული მუშაობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობელთა აქტიური თანამშრომლობა, მონაწილეობა სასკოლო ღონისძიებებში. მშობლებს სისტემატურად შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია თავიანთი შვილების შესახებ.

 

               

 

 

               

 



იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი
Copyright@2009
Developed by ITNOVATIONS